პარლამენტთან აქცია განახლდა - საავტომობილო გზა გადაკეტილია

პარლამენტთან აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან რამდენიმე მარში შეუერთდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უწყვეტი პროტესტის 58-ე დღესაც უცვლელი მოთხოვნით დაიკავეს - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

აქცია მშვიდობიან რეჟიმში მიმდინარეობს. დემონსტრანტებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება