ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვება გაუმართლებელია - მისი მდგომარეობით ძალიან შეშფოთებული ვარ

მზია ამაღლობელის წინასწარ დაკავებაში დატოვება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ განაცხადა.

შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტით 21-23 იანვარს იმყოფებოდა და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

მან შეშფოთება გამოხატა 2024 წლის აპრილისა და 28 ნოემბრის შემდეგ გამართული პროტესტების კონტექსტში უკანონო დაკავებებისა და სამართალდამცავებისა და არაიდენტიფიცირებული შენიღბული პირების ("ტიტუშკების") მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლებას ძირი არ გამოეთხრება ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ზომებით. ვწუხვარ, რომ ადამიანის უფლებების მხრივ ეს სენსიტიური კანონები მიღებულ იქნა დაჩქარებულად, შინაარსიანი საკონსულტაციო პროცესის გარეშე“, - განაცხადა კომისარმა.

ასევე აღნიშნულია, რომ ო'ფლაერტიმ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შემთხვევა წამოწია, რომელიც მან საპატიმროში მოინახულა.

„მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების საფუძველზე რომელიმე სამომავლო გადაწყვეტილებისადმი წინასწარი განწყობის გარეშე, მჯერა, რომ მისი წინასწარი დაკავების გაგრძელება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე",-განაცხადა კომისარმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე