სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილზე - მხოლოდ მე კი არა, არამედ მოსახლეობაც არ აღიარებს, რომელიც ქუჩებში გამოდის - კონსტიტუციის თანახმად, ჩემი მანდატი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გრძელდება

კონსტიტუციის თანახმად, ჩემი მანდატი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა საქართველოს პარლამენტისა და მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ლეგიტიმურობას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მათ არა მხოლოდ ის, არამედ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი არ აღიარებს.

„მხოლოდ მე კი არა, არამედ მოსახლეობაც არ აღიარებს, რომელიც ქუჩებში გამოდის. ასევე, არჩევნების შედეგებს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, უნგრეთის გარდა, არ აღიარებენ, იმიტომ, რომ არჩევნები მანიპულაციის შედეგი იყო, რომელიც თუ რუსეთის მიერ არ ყოფილა მოწყობილი, მაშინ მათი მხარდაჭერილი იყო. ამასთან, პარლამენტის არაკონსტიტუციური გზით მოწვევა მოხდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება.

„მე ხალხმა ამირჩია, ის პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი სხვა ინსტიტუტებისგან შემდგარმა კოლეგიამ აირჩია. ასე რომ, ეს ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტია. ჩემი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება. კონსტიტუციის თანახმად, ჩემი მანდატი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გრძელდება. ეს კი ლეგიტიმურ პრეზიდენტს ნიშნავს. ამიტომ ველოდები. როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება და ახალი პრეზიდენტი აირჩევა, სიამოვნებით გავითვალისწინებ ამას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე