სერგო ჩიხლაძე - სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს

სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავენ, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, ისე ცალკეული ქვეყნის წარმომადგენლებთან, „რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ევროპელი მეგობრებისთვის კვლავ პრიორიტეტია და დემოკრატიის დასამარებას და საქართველოში რუსული რეჟიმის გაძლიერებას არ შეეგუებიან“.

„ქართული ოპოზიციის ლიდერები მიწვეულები არიან სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე, PACE-ს ხელმძღვანელობის სპეციალური მიწვევით, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. შეხვედრები იქნება დიდ ფორმატში - საპარლამენტო ასამბლეის გენერალური შეხვედრის ფორმატში, ასევე ცალკეული ქვეყნის დელეგაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტულია და არ შეეგუებიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებას და საქართველოში რუსული რეჟიმის გაძლიერებას“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ასევე სერგო ჩიხლაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები, ვერ ისარგებლებენ დიპლომატიური პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად და მათ გარკვეული სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ - ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში იქნა მიღებული. ახლა მიმდინარეობს პრაქტიკული და ტექნიკური აღსრულება, სავარაუდოდ თებერვალში შევა ძალაში, თუმცა ასევე ვნახეთ ინდივიდუალური ქვეყნების გადაწყვეტილება კონკრეტული პირების მიმართ, რომ ვეღარ შევლენ მაგალითად, გერმანიაში, ბალტიისპირეთში და ამ ქვეყნების სიაც გაფართოვდება“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო