„არა საქართველოს მიტაცებას" - ამ სლოგანით ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე აქცია-კონცერტი მიმდინარეობს

„არა საქართველოს მიტაცებას" - ამ სლოგანით ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. კონცერტი საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის, სოლიდარული მუსიკოსების და სამოქალაქო მოძრაობა „იპოდრომი - უბეტონო მხარეს“ ორგანიზებით ტარდება. კონცერტში მონაწილე მუსიკოსები აპროტესტებენ იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობებს.

აქცია - კონცერტზე ისმის შეძახილები: „არა ოკუპაციას“, „არა რუსულ მთავრობას“, „არა უსამართლობას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.

როგორც ჟურნალისტებს მოძრაობა „იპოდრომი უბეტონი მხარის” დამფუძნებელმა ელენე ცერცვაძემ განუცხადა, იპოდრომის ძველ ტერიტორიაზე „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპირებს, რაც დაუშვებელია.

მისი თქმით, რამდენიმე წელია ითხოვენ, რომ იპოდრომს სარეაკრეაციო ზონის სტატუსი დაუბრუნდეს, დამუშავდეს მისი გეგმა, როგორც ერთიანი თავისუფალი პარკის გეგმა და ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და მოსახლეობასთან შეთანხმებული.

„იპოდრომის სამეზობლო თემი მეოთხე წელია აპროტესტებს იპოდრომის განადგურებას, მეოთხე წელია ვცდილობთ რაიმე სასიკეთოდ შევცვალოთ, მაგრამ ნაცვლად ჩვენი მოსმენის და თანამშრომლობისა მერიამაც და მფლობელებმაც აირჩიეს საპირისპირო გზა. 2024 წლის ზაფხულში იპოდრომის ტყის ნაწილს შეეცვალა სარეკრეაციო „ზონა ერთის” სტატუსი და ახალ მფლობელს, სოსო ფხაკაძეს, „ვისოლი ჯგუფს” საკრებულომ, ფაქტობრივად, ე.წ. მწვანე შუქი აუნთო ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენებისთვის. ახლა, უკვე, როცა ორი თვეა საქართველოს მოსახლეობა არის აქტიურ პროტესტში და არავის სცალია სხვა პროტესტებისა და პრობლემებისთვის 31 დეკემბერს მფლობელმა ორი ცათამბჯენის მშენებლობაზე მერიაში სამშენებლო ნებართვაზე შეიტანა განაცხადი. დღევანდელი დღეც, ისევე, როგორც ჩვენი ოთხწლიანი ბრძოლა ეთმობა იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ეს იქნება ბიზნესი თუ სხვა ადგილობრივი მთავრობა, რომ არ შეიძლება სარეკრეაციო ზონების მოსახლეობის ინტერესების და ყველაფრის გადათელვა“, - განაცხადა ელენე ცერცვაძემ.

საპროტესტო კონცერტის წამყვანის და მონაწილის, თიკო ნადირაშვილის თქმით, იპოდრომის ტერიტორიაზე აქცია-კონცერტის დასრულების შემდეგ დაახლოებით 23:00 საათისთვის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გადაინაცვლებენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა