„თავისუფლება მიშას“, - ამ მოთხოვნით ბათუმის ნავსადგურთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

„თავისუფლება მიშას“, - ამ მოთხოვნით ბათუმის ნავსადგურთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ნავსადგურთან სიმბოლურად შეიკრიბნენ, სადაც 21 წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია გაიმართა. მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი პატიმარია.

„ეს ადგილი სიმბოლურ დატვირთვას ატარებს მისი მხარდამჭერებისათვის. დღეს ვითხოვთ მიშას თავისუფლებას. ჩვენი ეროვნული პროტესტის მთავარი არსი არის, რომ ვერ შევეგუებით ევროპული არჩევანის დაბლოკვას ე.წ ხელისუფლების მხრიდან. ჩვენს თვალწინ ქართული სახელმწიფო ნგრევა ხდება.

მიხეილ სააკაშვილი არის ახალი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი და არქიტექტორი. სწორედ 21 წლის წინ სააკაშვილმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა და თქვა ისტორიული სიტყვები: „საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და ჩვენ ქართველები აუცილებლად გავხდებით, ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრები“. რუსულმა პროპაგანდამ, რომელშიც წლების განმავლობაში ათეულობით მილიონობით დოლარს ხარჯავდა კრემლი, ერთმნიშვნელოვნად საზოგადოებრივი აზრი ვერ შეკრა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

გარდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნისა, აუცილებლად მოვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. ჩვენ თანაქალაქელებს განსაკუთრებით გამოვყოფთ, მზია ამაღლობელსა და ზვიად ცეცხლაძეს“, - აღნიშნა ენმ-ს წევრმა კახა მიქელაძემ.

აქციის მონაწილეები მსვლელობას გეგმავენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა