„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „თავისუფლება მიშას“, - ამ შეძახილებით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „თავისუფლება მიშას“, - ამ შეძახილებით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელი სააკაშვილის და სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულთა დროული გათავისუფლება.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელს მზია ამაღლობელს, რომელიც საპატიმროში იმყოფება.

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან ბანერები გამოფინეს. შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო მარში მოაწყვეს. მსვლელობის გამო რუსთაველის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო.

მიხეილ სააკაშვილი რუსულმა რეჟიმმა დაატყვევა, დღევანდელი აქცია რეჟიმის პატიმრებს ეხება. მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს, ასევე ევროპულ მომავალს, რომლის კარი რუსულმა რეჟიმმა ჩაკეტა. ეს ხალხი არ დაუშვებს საქართველოს გარუსებას. საპატიმრო უნდა დატოვოს მიხეილ სააკაშვილმა, ქვეყნის აღმშენებელმა”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აჭარის მთავრობის სახლთან და მის გვერდით მდებარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა