ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 250-მდე საავიაციო ბომბი, 750-ზე მეტი დრონი და 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა - ასეთი ტერორისტების შეჩერება მხოლოდ გამბედაობას შეუძლია

უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ასობით თავდასხმა გადაიტანა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, რუსებმა გამოიყენეს დაახლოებით 1 250 საავიაციო ბომბი, 750-ზე მეტი თავდასხმის დრონი და 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.

„მხოლოდ გამბედაობას შეუძლია შეაჩეროს ასეთი ტერორისტები. მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები და შევამციროთ რუსეთის უნარი, განახორციელოს უკრაინის ტერორი“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები ჰქონდეს, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, ნავთობის ფასის დაწევა, ერთიანობით მოქმედება და ადამიანების სიცოცხლის გაბედულად დაცვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს