ჯონ ჰერბსტი - ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება - კობახიძის მიერ მათ მტრებთან ირანში მეგობრულად ყოფნა აჩვენებს, რომ ის ჩვენი მეგობარი არაა

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის კონგრესში დაინიცირებულ ორ საკანონმდებლო აქტს, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირების და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების შეეხება.

როგორც ჰერბსტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი მსოფლიო ძალა მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად არ აღიარებს”.

მისივე შეფასებით, „ეს კიდევ უფრო დაასუსტებდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკვე საკმაოდ სუსტია, განგრძობითი, გამუდმებული დემონსტრაციების ფონზე“.

„ძნელია ვარაუდი ზუსტად რამდენად, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, მის მიერ პოლიტიკის წარმოებას ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეასუსტებს", - განაცხადა ჯონ ჰერბსტიმ.

როგორც ჰერბსტი განმარტავს, „კობახიძის მიერ მათ მტრებთან ირანში მეგობრულად ყოფნა, აჩვენებს, რომ ის მათი მეგობარი არაა“.

„ტრამპის გუნდს არ მოსწონს ირანი, მათ შენიშნეს, რომ კობახიძე ირანში იყო და ირანელ ლიდერებს ხვდებოდა. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ [ვიქტორ] ორბანმა რომც სცადოს, წარმატებას ვერ მიაღწევს ტრამპის იმაში დარწმუნებაში, რომ ივანიშვილს დაუმეგობრდეს... ბევრი რამის თქმა…. ახალი ადმინისტრაციის ამ ეტაპზე ძალიან ძნელია. მაგრამ შემიძლია ის ვთქვა, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ მყოფ თბილისს და ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობას ვგულისხმობ. კობახიძის მიერ ჩვენს მტრებთან ირანში მეგობრულად ყოფნა, აჩვენებს, რომ ის ჩვენი მეგობარი არაა", - აღნიშნა ჯონ ჰერბსტმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია