„ჰამასი” ექვს მძევალს გაათავისუფლებს და ისრაელი პალესტინელებს ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნების საშუალებას მისცემს

„ჰამასი” ამ კვირაში ექვს მძევალს გაათავისუფლებს და ისრაელი ორშაბათიდან ღაზის მოსახლეობას ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს, -BBC-ის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.

გასათავისუფლებელი მძევლებს სიაში შედის სამოქალაქო პირი არბელ იეჰუდი. შაბათს ისრაელმა გამოაცხადა, რომ ღაზას მოსახლეობისთვის ჩრდილოეთ გადასასვლელი არ გაიხსნება მანამ, სანამ, შეთანხმების შესაბამისად, არბელ იეჰუდს არ გაათავისუფლებენ.

ნეთანიაჰუს ინფორმაციით, პარასკევს „ჰამასი“ არბელ იეჰუდთან ერთად ორ სხვა მძევალსაც გაათავისუფლებს, შაბათს კი კიდევ სამ მძევალს გაათავისუფლებენ. ისრაელი ორშაბათს პალესტინელებს ჩრდილოეთით გადაადგილების ნებას მიცემს, მოგვიანებით, მიმდინარე კვირაში კი პალესტინელ პატიმრებს გაათავისუფლებს.

შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის და მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 7 ისრაელელი მძევალი და 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის