შვედეთმა დააკავა გემი, რომელიც ბალტიის ზღვაში მონაცემთა კაბელის დაზიანებაშია ეჭვმიტანილი

შვედეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელიც ეჭვმიტანილია ბალტიის ზღვის ქვეშ შვედეთსა და ლატვიას შირის გამავალი მიმავალი მონაცემთა კაბელის დაზიანებაში, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შვედმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ პირველადი გამოძიება საბოტაჟზე მიუთითებს და გამოძიება შვედეთის პოლიციის, სამხედრო და სანაპირო დაცვის ჩართულობით დაიწყო.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ზღვაში ლატვიის სახელმწიფო მაუწყებლის, LVRTC-ის კუთვნილი მონაცემთა კაბელი დაზიანდა. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სელინამ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მისი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს შვედეთთან და ნატო-სთან.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში, ნატო-მ ახალი მისია, „ბალტიის გუშაგი“ დაიწყო მას შემდეგ, რაც 2024 წელს ბალტიის ზღვის ქვეშ რამდენიმე კაბელი დაზიანდა ან გაწყდა. ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, მისია მოიცავს უფრო მეტ საპატრულო თვითმფრინავს, სამხედრო ხომალდს და დრონებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება