ბაიბა ბრაჟე - საქართველოს ხელისუფლება პატივს არ სცემს ხალხის ნებას

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება პატივს არ სცემს ხალხის ნებას, რასაც ვხედავთ ევროპული მომავლის, თბილისის ქუჩებში მიმდინარე დემონსტრაციების კუთხით, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროკავშირის მხრიდან ჩვენ განვახორციელეთ გარკვეული ქმედებები, მათ შორის მთავრობის ოფიციალური პირებისთვის სავიზო რეჟიმის არსებითი შეცვლა, ისინი ვერ იმოგზაურებენ დიპლომატიური პასპორტებით ევროკავშირში უვიზოდ. ამრიგად, ეს არის ძალიან მიზანმიმართული ქმედება, ევროკავშირმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერა არ იქნება მიმართული მთავრობასთან დაკავშირებულ არცერთ საქმიანობასა და უწყებასთან. სამწუხაროდ, ისინი პატივს არ სცემენ ხალხის ნებას, რასაც ვხედავთ ევროპული მომავლის, თბილისის ქუჩებში მიმდინარე დემონსტრაციების კუთხით“, - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.

მისი თქმით, ლატვიამ გარკვეული რაოდენობის თანამდებობის პირებს, მათ, ვინც მშვიდობიან საპროტესტო აქციების ჩახშობაშია ჩართული და თავს ესხმის ჟურნალისტებს, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

„ასე რომ, არის ზეწოლა, მაგრამ ასევე არის ღია კარი ევროპული მომავლისთვის, თუკი ხალხის ნებას პატივს სცემენ“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის