თინა ბოკუჩავა - სტრასბურგში შეხვედრები გვაქვს პოლიტიკურ ჯგუფებში, რომელთაც ვაცნობთ ინფორმაციას ივანიშვილის რუსული რეჟიმის რეპრესიების შესახებ - ვუყვებით დაკავებული, ნაწამები ადამიანების შესახებ

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საგარეო ურთიერთობის მდივანთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება, სად საქართველოს შესახებ საკითხის განხილვაა ჩანიშნული.

ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ვიმყოფებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ვხვდებით ევროპულ დელეგაციებს. ასევე გვაქვს შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებში, სადაც დეტალურად ვაცნობთ წევრებს ინფორმაციას ივანიშვილის რუსული რეჟიმის რეპრესიების შესახებ. მათ ვუყვებით დაკავებული, ნაწამები ადამიანების შესახებ, რადგან წევრებმა სწორედ ამ ფაქტებზე დაფუძნებით მიიღონ გადაწყვეტილებები არ აღიარების პოლიტიკასა და იმ ორ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას, ესენია: ახალი არჩევნების და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია