ანდრო ჭიჭინაძე - ასეთი გვერდით დგომა, რასაც თქვენგან ვხედავ, მეგობრობის და სიყვარულის მაგალითია, რომელიც სამაგალითო კიდევ ძალიან დიდი ხანი იქნება - შევხვდებით თეატრში!

ასეთი გვერდით დგომა, რასაც თქვენგან ვხედავ, მეგობრობის და სიყვარულის მაგალითია, რომელიც სამაგალითო კიდევ ძალიან დიდი ხანი იქნება - შევხვდებით თეატრში! - ამის შესახებ მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.

ამასთან, მსახიობი მაყურებელს მადლობას უხდის.

„ასეთი გვერდით დგომა, რასაც თქვენგან ვხედავ, მეგობრობის და სიყვარულის მაგალითია, რომელიც სამაგალითო კიდევ ძალიან დიდი ხანი იქნება. მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ასევე, დიდი მადლობა მაყურებელს. შევხვდებით თეატრში!“,- აღნიშნავს ჭიჭინაძე წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა