გივი მიქანაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არც ფერი უცვლიათ და არც სახე - პროვოკაციის მოხდენის გუშინდელი მცდელობა, ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არც ფერი უცვლიათ და არც სახე - პროვოკაციის მოხდენის გუშინდელი მცდელობა, ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძემ მედიასთან კომენტარი სტრასბურგში გააკეთა.

:ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არც ფერი უცვლიათ, არც სახე უცვლიათ. ის ბულინგი, ზიზღის ენა, ის მართლაც მიუღებელი და წარმოუდგენელი გამოხატულება, რომელიც არანაირად არც ადამიანობაში და არც რაიმე ჯანსაღ კონტექსტში არ ჯდება, მათგან ეს ყველაფერი არის შორი და გუშინდელი მათი მცდელობა პროვოკაციის მოხდენის იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება. მათ ვერაფერი მოიგეს ამით, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ მთელ საზოგადოებას აჩვენეს მათი რეალური სახე და ის მიზნები და ის ძრახვები, რომელიც მათ ამოძრავებთ არამარტო კონკრეტული მმართველი ჯგუფთან და მის წარმომადგენლებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ქვეყანასთან და საზოგადოებასთან მიმართებაში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, ქართველმა ემიგრანტებმა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან პროტესტი დააფიქსირეს მაშინ, როცა ისინი სტრასბურგში, ერთ-ერთ კვების ობიექტში იმყოფებოდნენ. „თქვენთვის ევროპაში ადგილი არ არის! თქვენთვის ადგილია რუსეთში, იმიტომ, რომ თქვენ ხართ საქართველოს გამყიდველები“ - ასე მიმართეს ქართველმა ემიგრანტებმა პარლამენტის წევრებს გივი მიქანაძესა და ეკა სეფაშვილს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თამარ ტალიაშვილს. დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ქართველ ემიგრანტებს უთხრა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაციის ნაკლებობა. „თქვენთვის ბოლო დღეა, როცა ევროპაში დააბიჯებთ. სილის ღირსიც არ ხართ!“- მიმართეს მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მოგვიანებით, ქართველ ემიგრანტებს კვების ობიექტი დაატოვებინეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს