ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი მცდელობა, ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული - ოპოზიცია თვითლიკვიდაციის გეგმით მოქმედებს

ნებისმიერი მცდელობა, ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული - ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისათვის მანდატის შესაძლო შეწყვეტის თაობაზე დასმულ კითხვას.

როგორც კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, მან არ იცის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა დასძინა ისიც, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამწუხარო იქნება.

„ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება ოპოზიციის მოქმედებას, მათი მოქმედებები თავიდან ბოლომდე გარედან არის კოორდინირებული ისეთი სუბიექტების მიერ, ვისაც ქვეყნის წინსვლა და განვითარება არ სურთ, თუმცა მთელი ოთხი წლის განმავლობაში მიზანს ვერ აღწევენ. ამ შემთხვევაშიც მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული - ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია თვითლიკვიდაციის გეგმით მოქმედებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქმედებები, რასაც ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ახორციელებს, არის თვითლიკვიდაცია და საკუთარი პოზიციების დასუსტება.

"ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებისათვის - რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, დემოკრატიული სისტემა მით უფრო სწრაფად განვითარდება. ჩვენი ოპოზიციის დასუსტებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს