შალვა პაპუაშვილი - იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან მათი იარაღად გამოყენების მცდელობებს - ეს ძირს გამოუთხრის თავად ასამბლეას, როგორც დიალოგის პლატფორმას

იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან მათი იარაღად გამოყენების მცდელობებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის მანდატების შეჩერების საკითხზე ოპოზიციის მიმართვას.

მისივე თქმით, თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს ეს პოლიტიკური დაჯგუფება, ეს ძირს გამოუთხრის მას, როგორც დიალოგის პლატფორმას.

„დიდი ხანია ჩვენი ოპოზიცია შადიმანებადაა ქცეული, ვინც საკუთარ ხალხს უპირისპირდება პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. რაც მთავარია, ყველაზე პრობლემური ისაა, რომ ეს არ არის მათი პოლიტიკური მიზნები, ეს არის მათი გარე ხელმძღვანელების პოლიტიკური მიზნები, რომელსაც მათ უსახავენ და ჩვეულებრივი მარიონეტები არიან. ამიტომ ეს წერილებიც იწერება არა მათ ოთახებში, არამედ მოსდით მითითება და ამ წერილებს აბრუნებენ, თითქოსდა, პარტიული პოზიციის გამოსახატად. ასევე, რასაც ჩვენ ვხედავთ, სამწუხარო ტენდენციაა, რომ საერთაშორისო ფორმატების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება ხდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვხედავთ, რომ რისკია, საპარლამენტო ასამბლეა, როგორც დიალოგის ფორმატი, აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ევროპის სახალხო პარტია, რომელიც საქართველოში იმ რეჟიმის მხარდამჭერია, რომელმაც წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის დახურვა მოიტანა. გახსოვთ სააკაშვილისთვის შენახული ცარიელი სკამი ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციაზე. რა თქმა უნდა, სამარცხვინო ქმედება იყო. ვხედავთ ამ მცდელობებს. იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან მათი იარაღად გამოყენების მცდელობებს. ვნახოთ, თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს ეს პოლიტიკური დაჯგუფება, უპირველეს ყოვლისა ეს დააზიანებს თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ძირს გამოუთხრის მას, როგორც დიალოგის პლატფორმას და კიდევ ერთხელ დაანახებს ყველა წევრსა და ყველა მის მონაწილეს, რომ ის ჩვეულებრივად პარტიულ ინსტრუმენტად და იარაღად შეიძლება აქციოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს