შალვა პაპუაშვილი - ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ სახელმწიფოების დომინირების ქვეშ ყოფნას ქართველი ხალხი არც არასდროს დათანხმებია და არც აპირებს

სამწუხაროდ, ზუსტად ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც დღეს ევროკავშირში არიან, ცდილობენ, ევროკავშირი გადააქციონ საბჭოთა კავშირად და როგორც იქცეოდა მოსკოვი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიმართ, ასეთ დამოკიდებულებას აჩვენებენ არა მხოლოდ წევრი ქვეყნების მიმართ, არამედ კანდიდატი ქვეყნებისთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართველ ხალხს არავისთვის მიუცია უფლება, რომ ჩაერიოს თავის შიდა საქმეებში.

„ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი და ჩვენი მხრიდან ევროკავშირის საქმეებში ჩარევა იქნებოდა, რომ ჩვენ მათ სტრუქტურულ ცვლილებებზე რამენაირად გვემსჯელა ან გვეფიქრა, თუმცა, როგორც კანდიდატ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნები და მოლოდინები გვაქვს ევროკავშირის მიმართ. სწორედ ეს იყო, რაც დადგა არჩევნებზე რეფერენდუმის სახით, რომ გვინდა თავაწეული, ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, თუ გვინდა, რომ ზოგიერთმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ აქ მოინდომოს საქართველოს მიმართ საბჭოთა მოსკოვის როლის ჩანაცვლება. ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ზუსტად ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც დღეს ევროკავშირში არიან, ცდილობენ, ევროკავშირი გადააქციონ საბჭოთა კავშირად და როგორც იქცეოდა მოსკოვი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიმართ, ასეთ დამოკიდებულებას აჩვენებენ არა მხოლოდ წევრი ქვეყნების მიმართ, არამედ კანდიდატი ქვეყნებისთვისაც. ქართველ ხალხს არავისთვის მიუცია უფლება, არც ასოცირების შეთანხმებით, რომ ჩაერიოს თავის შიდა საქმეებში. ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ ის ბიუროკრატები, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ასცდნენ ევროპულ ღირებულებებს, დაუბრუნდებიან საერთო ევროპულ ღირებულებებს, ვინაიდან ეს არის ის საერთო პლატფორმა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ და ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ სახელმწიფოების დომინირების ქვეშ ყოფნას ქართველი ხალხი არც დათანხმებია არასდროს და არც აპირებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო