შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით

მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც სტრასბურგში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ძალადობა ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდანაა წაქეზებული.

„ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებიც ასეთ დროს საკუთარ ემოციურ არამდგრადობას ავლენენ. მთავარი პრობლემაა, რომ ეს ძალადობა წაქეზებულია, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან, რომელიც ასეთ ადამიანებს ტაშს უკრავს. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, გამოცემა „ჰილის“ მიერ გავრცელებულ სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ „სალომე ზურაბიშვილის გზავნილი დონალდ ტრამპის მიმართ არის, რომ აშშ-მა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს“. პაპუაშვილის თქმით, ეს არის „მაკკეინის ინსტიტუტის პოზიციები, აქ ახალი არაფერია და სალომე ზურაბიშვილს, როგორც მაკკეინის ინსტიტუტში დასაქმებულ ადამიანს, სასაუბრო უკვე სრულად აქვს ათვისებული“.

მისი თქმით, „ლორა თორნტონი იქნება ეს, თუ სალომე ზურაბიშვილი, განსხვავება უკვე აღარ არის“.

„გახსოვთ, ლორა თორნტონი წუხდა, რომ საქართველოში სისხლი არ დაიღვარა აქციების დროს. ესაა მათი გეგმა ზუსტად, საბოლოო ჯამში და მეორე უკრაინა ეს არის, საითკენაც უნდათ, გააქანონ საქართველო. ხედავენ, რომ უკრაინაში ომი დასრულებისკენ მიდის და როგორც ჩანს, პოლიტიკურ დაჯგუფებებს სურთ კიდევ ერთი ცხელი კერა და საქართველო აქციონ იარაღად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში. ქალბატონი სალომე, როგორც მაკკეინის ინსტიტუტის ერთგული თანამშრომელი, სრულად არის ამაში ჩართული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ქართველმა ემიგრანტებმა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან პროტესტი დააფიქსირეს მაშინ, როცა ისინი სტრასბურგში, ერთ-ერთ კვების ობიექტში იმყოფებოდნენ. „თქვენთვის ევროპაში ადგილი არ არის! თქვენთვის ადგილია რუსეთში, იმიტომ, რომ თქვენ ხართ საქართველოს გამყიდველები“ - ასე მიმართეს ქართველმა ემიგრანტებმა პარლამენტის წევრებს გივი მიქანაძესა და ეკა სეფაშვილს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თამარ ტალიაშვილს. დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ქართველ ემიგრანტებს უთხრა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაციის ნაკლებობა. „თქვენთვის ბოლო დღეა, როცა ევროპაში დააბიჯებთ. სილის ღირსიც არ ხართ!“- მიმართეს მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მოგვიანებით, ქართველ ემიგრანტებს კვების ობიექტი დაატოვებინეს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს