ფიქრია ჩიხრაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობოს საზოგადოებას

ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობოს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება, რა რისკები არსებობს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ რუსთავის ციხესთან „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

„ძლიერი საქართველოს" ქალი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრიბნენ და განცხადება გააკეთეს.

„მე-16 დღეა ამ კედლებში შიმშილობს ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი. 16 დღეა ჩვენ ოფიციალური უწყებებიდან არ მიგვიღია არც ერთი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების საცეცებმა პროკურატურამ და სასამართლომ, სამწუხაროდ ისედაც არაპროპორციული, გადაჭარბებული ღონისძიება მიიღეს მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. სინდისის პატიმრად წოდებული და უკვე საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსით - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელი შეიძლება გახდეს. ყველამ ვიცით, რომ მე-16 დღე არის კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად შეირყეს. მზიამ თავად საოცარი სიტყვები უთხრა ქართულ საზოგადოება, რომ სიცოცხლეზე მეტია თავისუფლება. თავისუფლება ნამდვილად ყველაფერზე მეტია და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება მზია ამაღლობელი. გვჭირდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ რეჟიმის გამო სხვადასხვა საპყრობილეში არიან გამოკეტილები. ეს იქნება ვეფხია კასრაძე, ანდრო ჭიჭინაძე, ზვიად ცეცხლაძე, გიორგი ახობაძე თუ ნებისმიერი სხვა, რომლებიც სწორედ უკანონო ხელისუფლების მიერ სხედან საპყრობილეში.

ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობოს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას თუ რა მდგომარეობაში იმყოფება, რა რისკები არსებობს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ სამარცხვინო პოზიცია მოვისმინეთ ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან, არალეგიტიმური ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრისგან, რომელმაც ვერც კი შეძლო რამე ღირებული კომენტარი გაეკეთებინა ამ კრიტიკულ ვითარებაში.

აუცილებელია, რომ ჩვენ უახლოეს საათებში ვიცოდეთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა