გენერალურ პროკურატურასთან შეკრებილები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავდნენ, „ქართული  ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით გადადიან

გენერალურ პროკურატურასთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციას მართავდნენ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით გადადიან.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს. ასევე გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მოუწოდებენ, სასამართლოს ახალი შუამდგომლობით მიმართოს, რომ მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს.

ადგილზე სხვადასხვა ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტები, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ცეცხლი ოლიგარქიას".

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული, შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მზია ამაღლობელი კი დაკავების დღიდან შიმშილობს და დღეს მისი შიმშილობის მე-16 დღეა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება