ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის აღმასრულებელ და მმართველ დირექტორს კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ შამისის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით თბილისის მშრალი პორტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება.

„თბილისის მშრალი პორტი წარმოადგენს თანამედროვე, ინტერმოდალურ ლოგისტიკურ ცენტრს- ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს. აღინიშნა, რომ ისფუნქციონირებას 2025 წელს დაიწყებს და შუა დერეფნის საშუალებით დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით დააკავშირებს. მშრალი პორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283 000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული.

აბუ-დაბის პორტების ჯგუფი თბილისის მშრალი პორტის 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორია, რომელიც ახალ ლოგისტიკურ ცენტრს მართავს. კომპანიამ თბილისის მშრალი პორტის პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რომლის მოცულობა პროექტის განვითარებასთან ერთად გაიზრდება.

კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ გამოთქვა საქართველოს მთავრობის ინტერესი აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით, მათ შორის სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა