უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი - ვიქტორ ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

ვიქტორ ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კარმელიტების მონასტერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, ლიდერებმა ეკონომიკური და ენერგეტიკული საკითხები განიხილეს“, - წერს ზოლტან კოვაჩი.

კოვაჩის ცნობით, „პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელისა და ჯორჯ სოროსის ქსელის თავდასხმები საქართველოს მშვიდობის მომხრე მთავრობის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს, ასევე უნდა შეწყდეს ევროკავშირის მიერ მისი ოპოზიციის დაფინანსება. მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არის და მისი მიღება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს“.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უნგრულ-ქართული ურთიერთობები საერთო ღირებულებებზეა აგებული, მათ შორის კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და მშვიდობის მიმართ ერთგულებაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა უახლოეს წლებში საინვესტიციო და საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებისა და ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელობას, რათა ეს პოლიტიკური კავშირების სიძლიერეს შეესაბამებოდეს“, - აღნიშნავს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს