იულიან ბულაი - რაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა, არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - მსურს ორი მოწოდება გავაკეთო: ერთ-ერთია 53 პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ერთი მათგანი, ჟურნალისტი 16 დღეა შიმშილობს

ყველაფერი რაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა.

„საქართველოში არჩევნების შემდგომი მდგომარეობა შემაშფოთებელია. ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის, არჩევნების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ორი მოწოდება გავაკეთო: პირველი, 53 პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ერთი მათგანი, ჟურნალისტი კი 16 დღეა შიმშილობს. მეორე, ყველაფერი რაც არჩევნების შემდეგ მოხდა ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საშუალებას აძლევს ამ ასამბლეას, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ძალასთან დიალოგში, ახალი არჩევნებისთვის მუშაობისკენ მოუწოდოს, რათა ხელისუფლებას მმართველობისთვის უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს და პარლამენტმა ფუნქციონირება შეძლოს. ასევე, დეპუტატები, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების აქ წარმოდგენილები იყვნენ“, - განაცხადა იულიან ბულაიმ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს