შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალურ პოლიტიკაში ბოლო დროს დაწყებული პროცესების ფონზე.

“პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ყურადღება გაამახვილა ვიქტორ ორბანის მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტზე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობის ერთ-ერთი დასტურია.

ვიქტორ ორბანის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბევრად მეტია, ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის ძლიერი ძმური კავშირები არსებობს.

აღინიშნა, რომ ეს კავშირები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალურ პოლიტიკაში ბოლო დროს დაწყებული პროცესების ფონზე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის მზარდ თანამშრომლობაზე, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე. ხაზი გაესვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის დადებულ ჩარჩო ხელშეკრულებას.

ამასთანავე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ამ კუთხით დაგეგმილ ნაბიჯებს. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის სათანადოდ მოამზადებს.

მხარეებმა, აგრეთვე, გამოხატეს საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმებზე თანამშრომლობის მზაობა.

ვიქტორ ორბანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი უნგრეთის მხარდაჭერა დაადასტურა. მისი თქმით, უნგრეთი გააგრძელებს საქართველოს პოზიციების დაცვას ევროკავშირის დონეზე.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის უნგრეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო