შალვა პაპუაშვილი - ჩვენ და უნგრეთის ხელისუფლება, ისევე როგორც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს, რომლებზეც აქამდე ტაბუს დადებას ცდილობდნენ

ჩვენ და უნგრეთის ხელისუფლება, ისევე როგორც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს, რომლებზეც აქამდე ტაბუს დადებას ცდილობდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, უნგრეთში ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვიქტორ ორბანმა შეხვედრის დროს, სრული მხარდაჭერა აღუთქვა მას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

,,ჩვენ უნგრეთის პრემიერთან გვქონდა საუბარი იმ გეგმებზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს. არის ძალიან ოპტიმისტური დამოკიდებულება იმის გამო, რომ ჩვენ და უნგრეთის ხელისუფლება, ისევე როგორც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ვიზიარებთ ერთი და იგივე ღირებულებებს, რომელსაც აქამდე ცდილობდნენ, რომ ტაბუ დაედოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში

საკუთარი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კლიშეებში მოექციათ, მათ შორის ტრადიციული საზოგადოებები. დღეს ვხედავთ, როგორ მოხდა ერთი ხელის მოსმით შეცვლა დღის წესრიგის. ისინი, ვინც გუშინ გვიმტკიცებდნენ, რომ 15+ სქესი და გენდერი არსებობს, დღეს ერთმანეთს ასწრებენ, თქვან, რომ არის ორი სქესი – ქალი და კაცი. ასე მივა საბოლოო ჯამში იმ ჭეშმარიტებამდე, რომლის აღიარებაც არ სურდათ და იმ რეალობამდე, რომლისთვისაც თვალის გასწორება არ უნდოდათ. აქ ჩვენ და უნგრეთს გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა.

ჩვენ ასევე ვეძებთ სხვა ნამდვილ მეგობრებს, რომლებთანაც საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. ამ მხრივ ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა საერთო ღირებულებების, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ ხალხთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან ვიყოთ. ჩვენ პრემიერ-მინისტრმა ორბანმაც პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველოს აქვს მისი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ასევე სრული მხარდაჭერა, რომ ეს გაწევრიანება დაფუძნებული იყოს მიღწევებზე და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მავნე პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რაც სამწუხაროდ ხდება დღეს. ამიტომ, ვფიქრობ, ორბანის, ისევე როგორც ევროკავშირში მისი თანამოაზრეების დამსახურებით, ჩვენ შევძლებთ, რომ გარდავტეხოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც ბრიუსელიდან ინერგება, როცა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გატარების ინსტრუმენტად აქცევენ ინტეგრაციის გზას და არა იმ საქმიან მიდგომას, რომელიც წესით უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, უნგრეთის პრემიერმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, მთავრობების შორის ურთიერთობების მხრივ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი