რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

„საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ბერიანიძე დამნაშავედ ცნო რუსეთის სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 317-ე მუხლის მიხედვით, (დაქირავებულობა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა)“, - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

რუსი გამომძიებლების განცხადებით, ბერიანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და ერაყსა და ავღანეთში ნატო-ს სამხედრო მისიებში მონაწილეობდა, ხოლო, სავარაუდოდ, 2016 წელს „აზოვის“ პოლკს შეუერთდა.

„2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისამდე ბერიანიძე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უსაფრთხოების ნაწილში მსახურობდა. 2022 წლის 18 მარტს ბერიანიძემ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც სამი სამხედრო დაიღუპა. ბერიანიძე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს