საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე - ვფიქრობთ, ეს კარგი გადაწყვეტილებაა და ამჟამინდელ ვითარებას კარგად ასახავს

ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას პოლონეთი მხარს უჭერს, - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალიმ ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენ ამ საკითხზე ევროპულ კონსენსუსს შევუერთდით. ამ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირეთ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ იქნა მიღებული, ამიტომ მუშაობა გრძელდება. ჩვენ, როგორც ქვეყანა, ევროპულ კონსენსუსს მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა არტურ გებალიმ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ პოლონეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ ევროკავშირის დონეზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ინიციატივებს გამოიჩენს, გებალიმ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობთ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და ამჟამინდელ ვითარებას კარგად ასახავს. ასევე, ვფიქრობთ, რომ ეს სიმბოლური ჟესტია ევროკავშირის მხრიდან და პირველი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ შუამავლის როლი გვაქვს და ამიტომ ევროკავშირის მოქმედებებს მხარს ვუჭერთ. ამ ეტაპზე დამატებითი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ევროკავშირში დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებთან ერთად, საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად, გასული წლის ბოლო დღეს განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც მწუხარება გამოვხატეთ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და რეპრესიები დავგმეთ. ჩვენ ამის გაკეთებას ვაგრძელებთ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და დემოკრატიისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში მათ მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია