საბა ბუაძე - კალაძის დაანონსებული რეორგანიზაციის საკითხი, თანხმობის მისაღებად, თბილისის საკრებულოში გამოდის - ამ უკანონობას სასამართლოში გავასაჩივრებ

კალაძის დაანონსებული რეორგანიზაციის გადაწყვეტილება ხვალ თბილისის საკრებულოში გამოდის თანხმობის მისაღებად - ამ უკანონობას სასამართლოში გავასაჩივრებ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, აღნიშნული რეორგანიზაცია რეალურად პოლიტიკური წმენდაა, რომლის მიზანი „თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ რევანშია“.

„სამოქალაქო პროტესტში მონაწილე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ ანგარიშსწორება ახალ ეტაპზე გადადის - კალაძის დაანონსებული რეორგანიზაციის გადაწყვეტილება ხვალ თბილისის საკრებულოში გამოდის თანხმობის მისაღებად.

ეს რეორგანიზაცია არის პოლიტიკური წმენდა, რომლის მიზანია თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ რევანში და ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადება იმ ჯგუფის მიერ, რომელმაც გაყალბების ფონზეც კი წააგო თბილისი.

ეს რეორგანიზაცია პოლიტიკური წმენდა რომ არის, იმითაც დასტურდება, რომ არანაირი დასაბუთება და არგუმენტი თან არ ახლავს, მხოლოდ ერთი ფრაზა - „სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით“.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ამ უკანონობას მაინც გავასაჩივრებ სასამართლოში. ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ საჯარო მოხელეების გვერდით, რომელთა თავისუფლებაზეც გადის რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა.

თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და სოლიდარობა ღირსეულ საჯარო მოხელეებს!“- წერს ბუაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა