გურამ მაჭარაშვილი - ბრიუსელში მოკალათებულ „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს ვეკითხები - რა გამოდის, რომ ჩვენ, შედარებით პატარა სახელმწიფოს კუნთებს გვეთამაშებით და ტრამპის წინააღმდეგ ხმას ვერ იღებთ?!

ბრიუსელში მოკალათებულ „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს ვეკითხები - რა გამოდის, რომ ჩვენ, შედარებით პატარა სახელმწიფოს კუნთებს გვეთამაშებით და ტრამპის წინააღმდეგ, რომელიც უფრო უარეს განცხადებებს აკეთებს, კარგი და პოზიტიური გაგებით, ხმას ვერ იღებთ?! - ერთი და იგივე ნარატივია ჩვენი კანონები როგორც გამჭვირვალობაზე, ასევე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, ტრამპის ბრძანებები უფრო უარესიც კი არის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ბრიუსელმა „ლგბტ კანონის“ და „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით, იგივე ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას უნდა შეუზღუდოს არა მარტო დიპლომატიური პასპორტები, არამედ მათ წინააღმდეგ გარკვეული შეზღუდვებიც უნდა დააწესოს.

ამასთან, მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს თუ კიდევ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ „დიფ სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია" კიდევ შეძლებს პროცესების მართვას, ეს მისი პრობლემაა.

„მე მინდა შევახსენო ბრიუსელში მოკალათებულ ზოგიერთ თანამდებობის პირს, რომელიც უსამართლოდ ებრძვის ისევ საქართველოს სახელმწიფოს, რომ დღეს აბსოლუტურად შეიცვალა მსოფლიო. ის თუ რა არგუმენტების საფუძველზეც თქვენ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ ამ შემთხვევაში თუნდაც დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით რაღაც შეზღუდვები დააწესოთ ნიშნავს იმას, რომ „ლგბტ კანონის“ და „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით, იგივე ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას უნდა შეუზღუდოთ მაშინ არა მარტო დიპლომატიური პასპორტები, არამედ გარკვეული შეზღუდვები დააწესოთ. თუ ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“, ამერიკის დღევანდელმა პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, სადაც არა მარტო თქვა, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის დაფინანსება, არამედ სამი თვით საერთოდ შეაჩერა ეს დაფინანსება. ლგბტ კანონთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ კანონი, რომ ყველას უფლებები იქნება დაცული, მაგრამ ვერავინ გაბედავს იმას, რომ ბაღებში და სკოლებში ასწავლონ ლგბტ და ტრანსგენდერული სიგიჟეები. ამასთან დაკავშირებით ტრამპმა საერთოდ ისეთი ბრძანება მიიღო, რომ არა მარტო ლგბტ პროპაგანდა აკრძალა, არამედ თქვა, რომ ის შევა ლოცვებით და ღირებულებით სკოლაში. და მაშინ რა გამოდის? ბრიუსელში მოკალათებულ იმ ჯერჯერობით კიდევ „ომის პარტიის" წარმომადგენლებს ვეკითხები - რა გამოდის, რომ ჩვენ, შედარებით პატარა სახელმწიფოს კუნთებს გვეთამაშებით და უფრო უარეს განცხადებებს აკეთებს, კარგი და პოზიტიური გაგებით, ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ხმას ვერ იღებთ იმის წინააღმდეგ. ერთი და იგივე ნარატივია ჩვენი კანონები როგორც გამჭვირვალობაზე, ასევე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ტრამპის ბრძანებები უფრო უარესიც არის," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში