ნოდარ ხარშილაძე - ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა, ხოლო ირანელებთან კობახიძის ცნობილი ვიზიტი, ძალიან ნეგატიურად აისახება ტრამპის პოლიტიკაზე - ეს წითელი ხაზია, ეს ხელს შეუწყობს სანქციების გამოცხადებას

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობა, ხოლო ირანელებთან კობახიძის ცნობილი ვიზიტი, ძალიან ნეგატიურად აისახება ტრამპის პოლიტიკაზე - ეს წითელი ხაზია, ეს ხელს შეუწყობს სანქციების გამოცხადებას, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პარტიის პოლიტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებს”.

ბიძინა ივანიშვილის და მისი კუთვნილი პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებს. ეს პოლიტიკა ეფუძნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ირანის ისლამისტურ პოლიტიკასთან დაახლოებას, რაც უკვე მოხდა. მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ორმხრივი სტრატეგიული განცხადება, ხოლო ირანელებთან კობახიძის ცნობილი ვიზიტი, ძალიან ნეგატიურად აისახება ტრამპის პოლიტიკაზე, ეს წითელი ხაზია. შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს სანქციების გამოცხადებას.

ჯო უილსონმა ძალიან სწორად თქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მართლაც, ასეა. უნდა ველოდოთ მეტ სანქციას... იმის მაგივრად, რომ ვსაუბრობდეთ, რა შეიძლება ახალი, კარგი გავაკეთოთ, იმაზე ვსაუბრობთ, თუ რა სახის სანქციები უნდა დაადონ „ქართულ ოცნებას“. ეს არის ბიძინა ივანიშვილის „დამსახურება“, - განაცხადა ხარშილაძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება