ადვოკატი - მზია ამაღლობელი გუშინდელი მდგომარეობით, არის ნორმალურად, თუმცა, მისი ქრონიკული დაავადებების ფონზე, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა წუთი-წუთზეც შეიძლება გაუარესდეს და სიტუაცია მძიმე გახდეს

მისი ქრონიკული დაავადებების ფონზე, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა წუთი წუთზეც შეიძლება გაუარესდეს და სიტუაცია მძიმე გახდეს - ვგეგმავთ, მივმართოთ ყველა იმ უწყებას, ვისაც ხელეწიფება ზედამხედველობა უფრო მეტი პროცესის ჩართულობით განახორციელოს, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ამაღლობელის მიმართ მონიტორინგი მიმდინარეობს, რაც „სარწმუნო ინფორმაციის მატარებელი ვერ იქნება“.

„გუშინ შევხვდი მზია ამაღლობელს. გუშინდელი მდგომარეობით, არის ნორმალურად. შეუძლია გადაადგილება, კომუნიკაცია. ამ ეტაპზე ადვოკატები ინფორმაციას ვიღებთ ვიზუალური კონტაქტით და მისი განმარტებებით, რაც ცხადია, ვერ იქნება სარწმუნო იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა ხდება მის ორგანიზმში. შიმშილობის ეს პერიოდი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ გარკვეული რადიკალური ჩარევის აუცილებლობა, ცხადია, იქნება. თუმცა ვინაიდან ადამიანს აქვს უნარი მიიღოს გადაწყვეტილება, სამედიცინო ჩარევა, იძულებითი ფორმით, ამ ეტაპზე დაუშვებელია. მისი ქრონიკული დაავადებების ფონზე, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა წუთი წუთზეც შეიძლება გაუარესდეს და სიტუაცია მძიმე გახდეს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, მის მიმართ სამედიცინო პროტოკოლის თვალსაზრისით მიმდინარეობს მონიტორინგი, რაც ვთვლით, რომ ვერ იქნება სარწმუნო ინფორმაციის მატარებელი, ვინაიდან პირველადი მონიტორინგი არ ნიშნავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურ გამოკვლევას. ვგეგმავთ, მივმართოთ ყველა იმ უწყებას, ვისაც ხელეწიფება ზედამხედველობა უფრო მეტი პროცესის ჩართულობით განახორციელოს. ცხადია, ამ პროცესში ჩვენი შესაძლებლობაა დავაკვირდეთ, ასევე, დააკვირდეს სახალხო დამცველის ეგიდით ჩართული ექიმიც, რომელიც გუშინ იმყოფებოდა. მისი განმარტებით, პროცესების რადიკალიზაციასთან რომ არ გვქონდეს საქმე, საჭიროა სამედიცინო მანიპულაციები, მაგრამ მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებით, შიმშილობა იქნება შეუქცევადი, სანამ ამის საშუალებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს“,- განაცხადა ადვოკატმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია