შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, ცრუ და ფარისევლურია, თუმცა, სადაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არაა

ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცრუ და ფარისევლურია. თუმცა, იქ, სადაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არაა,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შეგახსენებთ, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების გაცემის გამარტივების შეთანხმებას, სააკაშვილის რეჟიმის ოფიციალური პირებისთვის, 2010 წელს მოეწერა ხელი.

ეს ის დროა, როცა უკვე მოხდა:

- სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და ზურაბ ვაზაგაშვილის გამოუძიებელი მკვლელობები,

- ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით, მფლობელებისთვის „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ წართმევა. ეს ის ძებნილი ადეიშვილია, რომელსაც შარშან ბრიუსელის ჩინოვნიკები ზუსტად იმ ოთახებში მასპინძლობდნენ, სადაც დღეს ეს გადაწყვეტილება მიიღეს,

- ციხეში პატიმრების წამების სისტემის საბოლოო ჩამოყალიბება, რომელსაც ბრიუსელი არ იმჩნევდა და რომელსაც, მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლო სისტემურ წამებას უწოდებს,

- 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბება,

- ბიზნესის სრულად მოქცევა რეჟიმის რეკეტის ქვეშ,

- და ა.შ. და სხვა მრავალი.

ამ აყვავებული ავტოკრატიის შემქმნელები (და არა ჩვეულებრივი მოქალაქეები) დააჯილდოვა მაშინ ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლით. მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას კი კიდევ 7 წელი და "ქართული ოცნების" მიერ რეჟიმის დამარცხება დასჭირდა.

ამიტომ, ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცრუ და ფარისევლურია. თუმცა, იქ, სადაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არაა“,-წერს პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს