მედია - ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შეხვედრას მომავალ კვირას გეგმავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

დასავლური მედია წერს, რომ თუ თუკი ეს ასე მოხდება, ბენიამინ ნეთანიაჰუ იქნება პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც ტრამპს, ინაუგურაციის შემდეგ, თეთრ სახლში შეხვდება.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ დაგეგმვა, ჯერჯერობით, საორიენტაციოა და რომ დეტალები შეიძლება მოგვარდეს, როდესაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი, მიმდინარე კვირაში ისრაელში ჩავა და ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

ნეთანიაჰუს გეგმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Axios-მა გაავრცელა. ამასთან, ნეთანიაჰუს პრესპიკერმა, ომერ დოსტრიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე გუშინ დაწერა, რომ ისრაელის ლიდერს თეთრ სახლში ოფიციალური მოწვევა ჯერ არ მიუღია. ისრაელმა ჩინოვნიკმა კი, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ თეთრ სახლს თებერვალში უნდა ეწვიოს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე