ვლადიმერ ბოჟაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებს ეყოფათ ღირსება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ პირდაპირი დავალება, დასაჯონ ჩვენი ქვეყანა, დასაჯონ ჩვენი დელეგაცია

მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებს ეყოფათ ღირსება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისგან, იგივე „ევროპის სახალხო პარტიისგან“, ბრიუსელის სხვადასხვა ჩინოვნიკებიდან აქვთ პირდაპირი დავალება, რომ დასაჯონ ჩვენი ქვეყანა, დასაჯონ ჩვენი დელეგაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო დელეგაციის არაღიარება არასწორი ნაბიჯია და ეს დააზიანებს როგორც ევროსაბჭოსთან, ასევე სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობას.

ბოჟაძის განცხადებით, ოპოზიცია აგრძელებს საქართველოს მტრობას და ეს დაუსჯელი არ დარჩება.

„თქვენ იცით რომ ხვალ გაიმართება დებატებიც და კენჭისყრაც. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებს ეყოფათ ღირსება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისგან, იგივე "ევროპის სახალხო პარტიისგან", ბრიუსელის სხვადასხვა ჩინოვნიკებიდან აქვთ პირდაპირი დავალება, რომ დასაჯონ ჩვენი ქვეყანა, დასაჯონ ჩვენი დელეგაცია. იცით, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სტუმრობდა საქართველოს, მონიტორინგის მისია იყო ჩამოსული, უმაღლესი კომისარი იყო ჩამოსული და ახლა ხელის შეშლა პირველად ჩვენი და ევროსაბჭოს ურთიერთობებში და საპარლამენტო დელეგაციის არაღიარება არის არასწორი ნაბიჯი. ეს, რა თქმა უნდა, დააზიანებს როგორც ევროსაბჭოსთან ასევე სხვა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობას, რადგან იცით, რომ კონკრეტული სახელმწიფოები, პოლიტიკოსები ხელმძღვანელობენ ამ პროცესს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დელეგაცია ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთი შედეგი არ დაიდოს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი მტრობა საკუთარი ხალხის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, დაუსჯელი არ დარჩება," - განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრებულია. აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგისა და საპროცედურო კომიტეტები იმსჯელებს. მათ მოსაზრება უახლოეს საათებში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე გავა. ცნობს თუ არა ასამბლეა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას, 27-31 იანვრის სესიაზე გახდება ცნობილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში