პიტერ სიიარტო - უნგრეთი ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებს

უნგრეთი ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„უნგრეთი სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ საქართველოსთან არსებულ შეთანხმებას არ შეაჩერებს. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება არა ბრიუსელში, არამედ საქართველოში უნდა იქნას მიღებული და ქართველებმა მკაფიო გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ბრიუსელს“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ „ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ახლა წევრმა ქვეყნებმა შიდა წესებში თავად უნდა დანერგონ“ და აღნიშნა, რომ „ამ კუთხით ევროპა ასე მუშაობს“.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა