ოლაფ შოლცი - საზღვრების ძალის გამოყენებით გადაადგილება არ უნდა მოხდეს

საზღვრების ძალის გამოყენებით გადაადგილება არ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საზღვრების ხელშეუხებლობა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია. ეს პრინციპი ყველას ეხება. საზღვრების ძალის გამოყენებით გადაადგილება არ უნდა მოხდეს. მათთვის, ვისაც ეს ეხება”, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

დანიის პრემიერმა, მეტე ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ ევროპა ახლა გაურკვეველი რეალობის წინაშეა.

“ჩვენ უფრო ძლიერი ევროპა გვჭირდება, რომელსაც ევროპისა და ევროპული ინტერესების დაცვა შეუძლია. საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ”, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კუნძულ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია და ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა. დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, გრენლანდია არ იყიდება.

ამასთან, დანიამ არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მის ავტონომიურ ტერიტორიებთან, გრენლანდიასთან და ფარერის კუნძულებთან პარტნიორობით, 2 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის