სალომე ზურაბიშვილი - სერბეთი დღეს გვაჩვენებს სწორ გზას და გვაძლევს მაგალითს - ორთვიან პროტესტის შემდეგ, გადადგა პრემიერი! - ასე უფრთხილდებიან ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოებრივ განწყობებს!

სერბეთი დღეს გვაჩვენებს სწორ გზას და გვაძლევს მაგალითს - ორთვიან პროტესტის შემდეგ, გადადგა პრემიერი! - ამის თაობაზე “ფეისბუქზე“ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

“ასე უფრთხილდებიან ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოებრივ განწყობებს!“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

“დოიჩე ველე“-ს ინფორმაციით, სერბეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგება.

“ჩემი მოწოდებაა, ყველამ დაამშვიდოს ვნებები და დაუბრუნდეს დიალოგს. დილით მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე და მან მიიღო ჩემი არგუმენტები“, - განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა. მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში დაძაბულობის შემცირებას ისახავს მიზნად.

“იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოვლენების შემდგომი გართულება, რათა კიდევ უფრო არ გავზარდოთ დაძაბულობა საზოგადოებაში, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მილოშ ვუჩევიჩმა.

შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა