„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ დახმარებით, 4 ფოთელი ახალგაზრდა უმაღლეს განათლებას საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში იღებს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ გასულ წელს შეუერთდა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამას და სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი გახდა. პროგრამის ფარგლებში, კომპანიის ფინანსური დახმარებით, 4 ფოთელი ახალგაზრდა უმაღლეს განათლებას საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში იღებს.

ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიპენდიანტები შეირჩნენ გასული წლის პირველ სემესტრში სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე.

„მას შემდეგ, რაც ფოთელი სტუდენტებისთვის გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი, აქტიურად ჩავერთე პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში. სტიპენდია სრულად ფარავს საუნივერსიტეტო ხარჯს და საცხოვრებელი ხარჯის ნაწილს, პარალელურად, ხელს გვიწყობს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის განვითარებაში, მათ შორის გვათავაზობენ ინგლისურის კურსებსაც“, - განაცხადა სტიპენდიანტმა საბა მირცხულავამ.

„წარმატებით ჩავაბარე უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები და APM Terminals-ის მხარდაჭერით, მალევე ამ პროგრამის სტიპენდიანტი გავხდი. ეს არის პროექტი, რომელიც სტუდენტებს ჩვენი პოტენციალის რეალიზებაში გვეხმარება, გვაცნობს ახალ-ახალ ადამიანებს და გვთავაზობს სხვადახვა კურსს ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩემთვის ამ პროგრამის სტიპენდიანტობა საამაყო და დამატებითი სტიმულის მომცემია!“, - აღნიშნა სტიპენდიანტმა ლანა უბილავამ.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ცნობით, ამჟამად, პროექტის მხარდამჭერები ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი 26 კომპანიაა, ხოლო ჯამში, დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 60-ს აღემატება.

მათივე ინფორმაციით, დაფინანსებასთან ერთად, პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები ასოციაციის წევრ კომპანიებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ და დაესწრებიან პროფესიულ ტრენინგებსა და ლექციებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე