შალვა პაპუაშვილი - ვისურვებდი, არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებულ იქნას საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში

USAID-თან დაკავშირებით ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებულ იქნას საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გააცხადა ისინი მზად არიან, ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან ითანამშრომლონ.

„იცით, რომ USAID-ის ადგილობრივი ოფისი ჩართული იყო 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. პირდაპირ მათი მონაწილეობა იყო ამ ყველაფერში. ვისურვებდი, არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, არამედ, გამოძიებულ იქნას USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობის ჩართულობა 2020 წლის პარალელური დათვლის გაყალბებული შედეგების გავრცელების სკანდალში, რომელმაც საზოგადოება არეულობამდე კინაღამ მიიყვანა. საერთო ჯამში, ესეც არის საფუძველი, რატომაც ხდება გადახედვა დაფინანსებისა. სასიამოვნოდ გამიკვირდა კიდეც, როცა ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში საფუძვლად აღებული იყო ის, რომ საერთაშორისო დახმარება, რიგ შემთხვევაში, ადგილზე გარკვეული, ასე ვთქვათ, არეულობის შეტანაში გამოიყენება, მათ შორის აზიანებს აშშ-ის ინტერესს. ეს არის ზუსტად ის მიდგომა, ხედვა, რომელიც ჩვენ გვაქვს გარკვეული ასეთი სახის ღონისძიებებთან თუ აქტივობებთან დაკავშირებით. არა მხოლოდ დაფინანსების საკითხი, ვისურვებდი, რომ გამოძიებულ იქნას საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. მათ შორის, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან, ვინაიდან პირადად მე და ჩვენ USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა გვატყუებდა, თითქოს პარალელური დათვლის შედეგები იყო სწორი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ ხელმძღვანელობამ, მათ შორის უცხოელმა ხელმძღვანელმა ზუსტად იცოდნენ, რომ ყალბი შედეგები იყო, რომელსაც ავრცელებდა „ისფედი“ და უბრალოდ, გვატყუებდნენ ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, ხელს აფარებდნენ „ისფედის“ მაშინდელ თანამშრომლებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო