შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, ასამბლეის წევრები არ დაჰყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად ქცევის მცდელობებს და გაიაზრებენ, რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს თავად ასამბლეას დააზიანებს

იმედი მაქვს, ასამბლეის წევრები არ დაჰყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად ქცევის მცდელობებს და გაიაზრებენ, რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს თავად ასამბლეას დააზიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო დელეგაცია ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ ამბობს ქართველი ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

მისივე თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ მოკავშირე და მარიონეტია ქართული ოპოზიცია.

„ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ოპოზიცია, ასევე ვიცით, ვინ არიან მათი მფარველები - „ევროპის სახალხო პარტია“. ეს ის გაერთიანებაა, რომელიც ცდილობს ციხიდან მიხეილ სააკაშვილის დახსნას, ადამიანის, რომელმაც შექმნა წამების სისტემა და მას უწოდებენ მოდერნიზების, დემოკრატიის მაგალითს, ადამიანს, რომელმაც წამების, რეკეტის, მედიის დახურვის სისტემა შექმნა საქართველოში. ეს ის ღირებულებაა, რომელსაც ქართველი ხალხი არ იზიარებს. ამიტომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივა იყო, იცით, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრაზე დაყენების საკითხი. მათი მოკავშირე და მარიონეტია ის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომელიც მოქმედებს არა საქართველოს ინტერესის, არა ქართველი ხალხის ინტერესის, არამედ სწორედ ამ პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესით, რომელიც ცდილობს, საქართველო რამენაირად დააზიანოს იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიაღწევენ თავიანთ შედეგებს. შედეგები კი არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა კანონიერი პატიმრობიდან და საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში შეყვანა. ასე რომ, ჩვენი დელეგაცია ძალიან მკაფიოდ, ცალსახად და პირდაპირ ამბობს ქართველი ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. იმედი მაქვს, ასამბლეის წევრები არ დაჰყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად ქცევის მცდელობებს და გაიაზრებენ, რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს თავად ასამბლეას დააზიანებს.

ასამბლეის მთავარი არსი არის დიალოგის პლატფორმა. ახლა თვალებს თუ დახუჭავენ, აღარ მოისმენენ არავის სათქმელს და ჩაიხარშებიან საკუთარ ნარატივებში, რიგ შემთხვევაში, ცრუ ნარატივებში, საბოლოო ჯამში, ეს დააზიანებს თავად მათ, იმ ხალხს, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილება, შეიძლება, მიიღონ. საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, იქნება სამწუხარო ფაქტი, რომელიც უბრალოდ გვაჩვენებს, რომ ხდება საერთაშორისო პლატფორმების პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევა ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე