ჯო უილსონი - ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მოვუწოდებ, დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და ახლო მეგობრები

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პარტია „ქართული ოცნების“საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ გამოდის.

ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აშშ-ს შეუძლია სანქციების დაწესება იმ ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ივანიშვილის ქონებას მართავს.

„ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მოვუწოდებ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, მისი უახლოესი ოჯახი და მისი ახლო მეგობრები. შეერთებულ შტატებს შეუძლია მეორადი სანქციებით დაწესება იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც მის უკანონო სიმდიდრეს მართავენ. ტრამპი ამას გამოასწორებს“, - წერს უილსონი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა