ალეკო ცქიტიშვილი - სისტემის მხრიდან სრული დუმილი თუ რა მდგომარეობაშია მზია ამაღლობელი, შემაშფოთებელია - ივანიშვილის რეჟიმმა ფაქტობრივად გააუქმა მართლმსაჯულების სისტემა

სისტემის მხრიდან სრული დუმილი თუ რა მდგომარეობაშია პატიმარი, მართლაც შემაშფოთებელია, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შიმშილობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„როდესაც პატიმარი შიმშილობს, ხელისუფლებას ვალდებულება აქვს, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, პირველ რიგში, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაც იყოს ინფორმირებული თუ რა მდგომარეობაშია პატიმარი, რომელიც ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე წავიდა. ის, რომ ჯანდაცვის მინისტრი კითხვებზე არ პასუხობს და მე-15 დღეს პენიტენციური სამსახურიდან 2-აბზაციანი ინფორმაცია გავრცელდა სრულად არაადეკვატურია. სისტემის მხრიდან სრული დუმილი თუ რა მდგომარეობაშია პატიმარი, მართლაც შემაშფოთებელია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, „მზია ამაღლობელი არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი“.

„ამას ვამბობთ არა მხოლოდ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და სხვადასხვა დემოკრატიული სახელმწიფოების ოფიციალური პირები. დღევანდელ განცხადებაში მზია ამაღლობელის პატიმრობას „აღმაშფოთებელი“ უწოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. ეს იყო მნიშვნელოვანი განცხადება ხელისუფლების მისამართით, თუმცა ამ ხელისუფლებაზე არაფერი მოქმედებს, რადგან ეს არის რეჟიმის მოქმედება, რომელიც ერთი ადამიანის მხრიდან არის დაწერილი და მთელი სისტემა ამ ერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება. ივანიშვილის რეჟიმმა ფაქტობრივად გააუქმა მართლმსაჯულების სისტემა, მიიტაცა ყველა ინსტიტუტი, რომელიც უნდა მუშაობდეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა შეესწავლა გარემოება თუ რა უძღოდა წინ იმ მოქმედებას, რასაც მზია ამაღლობელს ედავებიან.

„რა იყო ის მოქმედებები, რამაც მზია ამაღლობელის მხრიდან ეს ქმედება გამოიწვია?! ეს ყველაფერი ერთობლიობაშია განსახილველი, მაგრამ როდესაც მართლმსაჯულება მიკერძოებულია, ჩვენ სწორედ ამ შედეგს ვიღებთ“,- განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია