ადვოკატი - მზია ამაღლობელს დღეს ანალიზები აუღეს - 17-დღიანი შიმშილობის ფონზე ძალიან მხნედ გამოიყურება, შეუძლია გადაადგილება და საუბარი

მზია ამაღლობელს დღეს ანალიზები აუღეს და მისი პასუხი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, 17-დღიანი შიმშილობის ფონზე ძალიან მხნედ გამოიყურება, - ამის შესახებ “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.

მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელს ქრონიკული დაავადებები აქვს, რის გამოც მისი შიმშილობა არ შეიძლება.

„ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, დღეს აუღეს ანალიზები და ჯერ მისი პასუხი არ არის ჩვენთვის ცნობილი. მხნედ გამოიყურება, შეუძლია გადადგილება და საუბარი, რაც ძალიან უჩვეულოა იმის ფონზე, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლის პირობებშიც ამდენი ხანი შიმშილობა არ შეიძლება თუმცა, თავადაც უკვირს, საიდან აქვს ამხელა ძალა, რომ 17-დღიანი შიმშილობის შემდეგაც, ქრონიკული დაავადებების მიუხედავად, თავს შემართებით გრძნობს”, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება