ალექსანდრ ვუჩიჩი - ახალი არჩევნები, შესაძლოა, აპრილში ჩატარდეს - დროებითი მთავრობა გამორიცხულია

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მიანიშნა, რომ ქვეყანაში აპრილში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სერბეთის პრემიერის, მილოშ ვუჩევიჩის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ოპოზიცია დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების მოწოდებით გამოვიდა.

სატელევიზიო მიმართვაში ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მის პარტიას 10 დღე დასჭირდება იმის გადასაწყვეტად, უმრავლესობის მთავრობა შექმნას, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

„ახალი არჩევნები, შესაძლოა, აპრილში ჩატარდეს. დროებითი მთავრობა გამორიცხულია“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს