კახა კალაძე აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულ შეთანხმებაზე - საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა ინვესტიცია ერთ, კონკრეტულ პროექტში არასდროს განხორციელებულა

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა ინვესტიცია ერთ, კონკრეტულ პროექტში არასდროს განხორციელებულა. ძალიან მეამაყება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს, რომ ამ ტიპის პროექტები განხორციელდება ჩვენ ქვეყანაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულ შეთანხმებაზე, რაც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გულისხმობს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ პროექტების განხორციელებაში ჩაერთვებიან ქართული კომპანიებიც.

„2 დღის წინ დასრულდა პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რომლის ფარგლებში ჰქონდა სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. შეხვედრა იყო ასევე, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტთან, იყო ბიზნესშეხვედრები. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ მემორანდუმს, რომელსაც ხელი მოეწერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ორმხრივი თანამშრომლობისთვის. საქართველოში შემოდის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია MR GROUP, რომელიც მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, დუბაიში ბევრია ნამყოფი, აბუ-დაბიში, ყველა ძირითადი შენობა-ნაგებობა, არქიტექტურული სილამაზით ცათამბჯენები აღნიშნული კომპანიის განხორციელებული პროექტებია.

სხვადასხვა დეველოპერულ პროექტებში დაახლოებით, 6 მლრდ. დაიხარჯება თბილისსა და აჭარაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მაღალანაზღაურებადი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ამ პროექტების განხორციელებაში ჩართული იქნება ქართული კომპანიები და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა ინვესტიცია ერთ, კონკრეტულ პროექტში არასდროს განხორციელებულა. ძალიან მეამაყება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს, რომ ამ ტიპის პროექტები განხორციელდება ჩვენ ქვეყანაში, თბილისში და ამხელა მასშტაბისა და შესაძლებლობის მქონე კომპანია მსოფლიო ერთ-ერთი უძლიერესი კომპანია MR GROUP შემოდის საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის