ვლადიმერ ბოჟაძე - ცოტა გაუგებარია ევროკავშირის განცხადება მზია ამაღლობელის სოლიდარობასთან დაკავშირებით - ევროკავშირიც აპირებს პოლიციელებს ხელი დაარტყას, თუ რას ნიშნავს ეს, არ ვიცი

ცოტა გაუგებარია ევროკავშირის განცხადება მზია ამაღლობელის სოლიდარობასთან დაკავშირებით - ევროკავშირიც აპირებს პოლიციელებს ხელი დაარტყას, თუ რას ნიშნავს ეს ნამდვილად არ ვიცი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის „ბათუმელების” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ურჩევს, შიმშილობა შეწყვიტოს.

როგორც ბოჟაძე ამბობს, ამაღლობელს შეუძლია საკუთარი თავი და სიმართლე სასამართლოზე დაიცვას.

“მე ქალბატონ მზიას მინდა ვურჩიო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. იცით თქვენ, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, მას ჰყავს ადვოკატები და შეუძლია დაიცვას საკუთარი სიმართლე. რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებას სოლიდარობასთან მიმართებაში, ცოტა გაუგებარია. ევროკავშირიც აპირებს პოლიციელებს ხელი დაარტყას თუ რას ნიშნავს ეს, ნამდვილად არ ვიცი. ჩვენ არ გაგვიკეთებია არც ერთ განცხადება, როცა პოლიციელების წინააღმდეგ იყვნენ დაკავებულები საფრანგეთის მოქალაქეები, ახლახან გერმანიის მოქალაქეები და ა.შ. პოლიცია წარმოადგენს სახელმწიფოს. ყველა ქვეყანაში პოლიცია არის ხელშეუხებელი, მათ შორის, ამერიკაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ევროკავშირმა ეს ძალიან კარგად იცის, თუმცა ის ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდებდეს ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, დაძაბულობა, სამწუხაროდ, საკუთარი განცხადებებით, ხშირ შემთხვევაში, დაფინანსებითაც, ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არ არის მისასალმებელი. ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპი არის მთავარი პრინციპი. ყველა მოქალაქე არის კანონის წინაშე დაცული. ასევე, ქალბატონ მზიას პენიტენციურ სისტემაში აქვს მკურნალობის და ნორმალური პირობების საშუალება და ამაზე გაკეთდა უკვე განცხადებები. ასევე, მას აქვს საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი და უფლებები, მათ შორის, სასამართლოში,“ - განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირი მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. „ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა