ანა დოლიძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო უნდა გახდეს

დამდგარი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო უძვირდებათ ცხოვრება, ტრანსპორტი უფასო უნდა გახდეს - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე წერს.

„მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქში, მათ შორის ტალინში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის უფასო. ბევრგან ტრანსპორტი უფასო ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლებას უნდა, გაძვირებული ცხოვრების გამო, ხალხს ტვირთი შეუმსუბუქოს. დამდგარი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო უძვირდებათ ცხოვრება, ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო. ამით ასეულობით ლარს დავუტოვებთ ჯიბეში ადამიანებს და მივცემთ საშუალებას, ეს ფული დახარჯონ საკვებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებში”, - წერს ანა დოლიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს