დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემეკის საქმიანობის სპეციფიკისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების მნიშვნელობაზე, მელიორაციის სექტორის განვითარებაზე, სატარიფო პოლიტიკასა და განახლებადი ენერგიების ხელშეწყობაზე. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებსა და საერთაშორისო პროექტებზე გაამახვილა, ასევე ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის აუცილებლობაზე და სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

„მისასალმებელია სტუდენტების ინტერესი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე. ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები, დიდ დაინტერესებას იწვევს სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში. ყოველთვის გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევხვდეთ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა თუ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ვუპასუხოთ მათ კითხვებს და მივაწოდოთ ინფორმაცია რეგულირებად სექტორებში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მათივე ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა სემეკში დამონტაჟებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება