„საერთაშორისო  გამჭვირვალობა“ - ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში უკვე 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა - მათ ოფშორებიდან ქართულ კომპანიებზე 12 კომპანია გადმოიტანეს და ამ გზით 4 ოფშორული კომპანია „გაასუფთავეს“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. მათ ოფშორული კომპანიებიდან ქართულ კომპანიებზე 12 კომპანია გადმოიტანეს და ამ გზით 4 ოფშორული კომპანია „გაასუფთავეს“.

მათივე თქმით, გადაფორმებული კომპანიების განთავსებული საწესდებო კაპიტალი 163,187,800 ლარია.

„2024 წლის დეკემბერში ამერიკის ფინანსური სანქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. მათ ოფშორული კომპანიებიდან ქართულ კომპანიებზე 12 კომპანია გადმოიტანეს და ამ გზით 4 ოფშორული კომპანია „გაასუფთავეს“.

გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებზე ოფშორებიდან. გადაფორმებულ კომპანიებს მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი გააჩნიათ. დღეის მდგომარეობით მათი განთავსებული კაპიტალი 163,187,800 ლარია.

მაღალი ალბათობით, კომპანიების გადაფორმების დროს, ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. „ოფშორული კანონით“ დაწესდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს დაკვირვებას ბიძინა ივანიშვილი კომპანიებზე, თუ როგორ ცდილობს ის სანქციებისგან თავის დაცვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის